გიორგი ერისთავი ვოდევილი ორ მოქმედებად რეჟისორი – დავით დოიაშვილი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: თავადი ანდუყაფარ დიდებულიძე – გიორგი ყველაშვილი სპექტაკლის შესახებ: გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“ 1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 2 იანვარს გაიმართა თბილისის გიმნაზიის დარბაზში და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ეს დღე 14 იანვარი ითვლება ქართული პროფესიული თეატრის დაარსების დღეთ. სპექტაკლის დამდგმელი ჯგუფი გაექცა პიესაში აღწერილ ვიწრო ოჯახურ პრობლემას, განაზოგადა ის, და თანამედროვე მუსიკის, ქოროგრაფიის და სტილიზებული კოსტუმების მეშვეობით გასაგები და საინტერესო გახადა ის არა მარტო ქართველი, არამედ ყველა ეროვნების მაყურებლისთვის. ხელი შეუწყო სხვადსხვა ეროვნებათა შორის მშვიდობიანი და ტოლერანტული ურთიერთობების პროპაგანდას. ამიტომ მაღალ მხტვრულობასთან ერთად, უზარმაზარია სპექტაკლის მორალური მნიშვნელობაც. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ადამიანი გამუდმებით ჩართულია ცხოვრებისეულ დაძაბულ რითმში, ამ სპექტაკლზე დასწრებით საშუალება ეძლევა განიმუხტოს, რადგან სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული იუმორი, ქართული სიმღერა და ცეკვა. |
![]() |