იან ჰერბერტ

 The Chronicle of the British Stage  THEATRE RECORD Magazine

 

.…შოუქეისის ბოლო საღამოს ყველანი არჩევანის წინაშე დავდექით, რადგან ერთმანეთს დაემთხვა რობერტ სტურუას შესანიშნავი ჰამლეტი  და დავით დოიაშვილის მაკბეთი, რომლის პრემიერაც იმ დღეს შედგა. ვინც ჩემსავით სკოტლანდიური პიესის ნახვა გადაწყვიტა,

ბევრად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან საუცხოო სანახაობა იხილა. ისეთი ეფექტური განათებითა და მუსიკით წარმოგვიდგინეს კუდიანები, ვფიქრობ დიდი სტურუაც აღფრთოვანდებოდა. ისინი თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში იყვნენ სცენაზე და გასაოცარ ტრანსფორმაციას განიცდიდნენ, ხან მეკარედ გვევლინებოდნენ, ხან ლედი მაკდაფად. მაკბეთი და ლედი მაკბეთი, რომელი რომელს სჯობს ოსტატობით არ იცოდი და იქვე ივიწყებდი, რომ მაკბეთის როლის შემსრულებელი ჯერ კიდევ სტუდენტია. სპექტაკლი დატვირთულია დახვეწილი სანახაობრივი ხერხებით, ეფექტური ვიდეოპროექციით და განსაცვიფრებელი მოძრავი განათებით – დანსინეინის დაცემას პიროტექნიკის გამოყენებით, ნამდვილი ფეიერვეკით გიჩვენებენ, მაგრამ რეჟისორი ფინალში

მკვლელ ცოლქმარს ისეთი სიყვარულით ახუტებს ერთმანეთს სიკვდილის შემდეგ, რომ უნებურად გაგიელვებს, ბოლომდე ჩაწვდა პიესის შინაარსს?

და მაინც, უნდა ითქვას, რომ ეს ტექნიკურად ურთულესი სპექტაკლი მუსიკისა და დრამის თეატრის ფოიეში რომ თამაშდება, რადგან თეატრის სცენა და დარბაზი რეკონსტრუქციის პროცესშია, არის მაგალითი იმის, თუ რა მახვილგონივრული გამომგონებლობის უნარი აქვთ ქართველებს და როგორ სძლევენ სირთულეებს. იგივე მინდა ვთქვა მთელი ფესტივალის შესახებაც. მართალია ცოტა გაუბედავი სტარტი აიღო, მაგრამ სჩანს, რომ  მალე ევროპულ საფესტივალო კალენდარში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ჩაეწერება.

ამას დაუმატეთ ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობა, რაც ყველგან და ყოველთვის იგრძნობოდა’ 

 Ian Herbert 

                                                                                                                               This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 

Facebook